Posted in სხვადასხვა, ქართველი ფოტოგრაფები

ვეცადოთ რეალური ემოცია და კადრი შევქმნათ

22789202_913232492174988_1144013226191871371_nთაზო მჭედლიშვილი 24 წლის მოყვარული ფოტოფრაფია.  დაახლოებით 17 წლის ასაკიდან დაიწყო გადაღება  მისი პირველი აპარატი ტელეფონი იყო. ასაკთან ერთად გაიაზრა, რომ ფოტოგრაფია საუკეთესო საშუალებაა დროში დაბრუნების.

22853169_913232725508298_3925359368368768426_nინტერვიუს დროს თაზომ აღნიშნა, რომ უყვარს  მოგზაურობისას პეიზაჟების გადაღება. გადაღებისას canon D5 იყენებს. ის თვლის, რომ ამ ფოტოაპარატს თბილი და ნათელი ფერები აქვს. თუმცა მისი ფოტოების უმეტესობა  მობილურითაა გადაღებული.

22885757_913232565508314_5122763072942726856_n „ყოველი კადრი განუმეორებელია. შეიძლება ითქვას, რომ ფოტოგრაფია საოცრებაა  მთავარია, ფოტოგრაფმა თავად მიიღოს სიამოვნება.  მაქსიმალურად აღბეჭდოს წამიერი ემოცია, რომელსაც გულწრფელად შეიგრძნობს იმ მომენტში და  სიტყვის მაგივრად გადმოსცეს წარუშლელ კადრად,“ – ამბობს თაზო მჭედლიშვილი.

23031270_913232465508324_1753048798008448069_n თაზო გვესაუბრა იმ თანამედროვე ფოტოგრაფებზე რომლებიც სოციალური მედიიდან გაიცნო – ნათია გაჭავა და ანდრია თათარაშვილი, რომლებიც ძირითადად ქორწილების ფოტოგრაფიით არიან დაკავებული.  ბოლოს მისი მეგობრული  რჩევა ახალბედა ფოტოგრაფებს: „ვეცადოთ საზოგადოებას რეალური, ბუნებრივი კადრები შევაყვაროთ. ჩვენც ვეცადოთ რეალური ემოცია და კადრი შევქმნათ.“

ავტორი:

გამარჯობა, ჩვენ ვართ თბილისის ღია უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტები. ვსწავლობთ ფოტოჟურნალისტიკას და ვეძებთ საინტერესო ფოტოგრაფებს, რომლებსაც ვპოულობთ და ჩვენი ბლოგის საშუალებით თქვენ გაცნობთ

1 thoughts on “ვეცადოთ რეალური ემოცია და კადრი შევქმნათ

დატოვე კომენტარი