გვანცა ხუციშვილი
“ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ისინი რა თქმა უნდა, განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ყველა მათგანში კი აუცილებლად არის რაღაც განსხვავებული, ის რაც ინსპირაციის წყაროს მოგცემს. მთავარია შეძლო ამის დანახვა და შემდეგ აქციო ხელოვნების ნიმუშად, ფოტოგრაფიაც ხომ ხელოვების ნაწილია,“ – ამბობს მარიამ ღვინიაშვილი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, რომელიც 24 წლისაა და ფოტოგრაფიით, ჯერ კიდევ, სკოლის დამამთავრებელ კლასებში დაინტერესდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ფოტოგრაფიის ფაკულტეტზე განაგრძო, უფრო კონკრეტულად კი მოდის ფოტოგრაფიის განხრით.
ეს კი რჩევა მარიამისგან, დამწყებ ფოტოგრაფებს: – „იმისთვის, რომ გახდე პროფესიონალი ფოტოგრაფი, საკუთარ თავზე ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო. ყოვლთვის ახლის ძიებაში უნდა იყო. კარგად უნდა ხედავდე იმას, რაც შენს გარშემო ან სამყაროში ხდება, გარდა ამისა სამყაროს თითოეულ კადრს უნდა გრძნობდე. არ უნდა გეშინოდეს დაბრკოლებების, რადგან ყოველ ახალ იდეას აუცილებლად ახლავს ხელის შემშლელი ფაქტორები. ბევრი უნდა იკითხო, ფოტოგრაფისთვის ინტელექტი აუციებელია. დაისახე მიზანი და არ იფიქრო, რომ არ გამოგივა. ადამიანების შესაძლებლოები უსაზღვროა.”
