Posted in ტაბატაძე ნათია, ქართველი ფოტოგრაფები

ფოტოგრაფია მარტივი ჩანს, მაგრამ რეალურად რთულია

46179893_258981174775804_8365086285185941504_nნათია ტაბატაძე

ოლია პაპასკირი სოხუმელია. ომის შემდეგ, წლების განმავლობაში, მისი ოჯახი ემიგრაციაში იყო. სკოლა ექსტერნად დაასრულა. ამჟამად, ფოტოგრაფია მისი შემოსავლის წყაროა.

45987608_371640830239417_6955721246931681280_n.jpg„საქართველოში დავბრუნდით, ვერ მოვასწარი იმის გააზრება რისი სწავლა მინდოდა, ხელოვნებათმცოდნეობა მაინტერესებდა, მაგრამ მგონია,რომ ვერ გავბედე მაშინ ამის არჩევა. ჩავაბარე ილიაუნიში ბიზნესის-ადმინისტრირების ფაკულტეტზე. აქ იწყება ჩემი ტანჯვა-წამება. ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ენასთან მქონდა, ამის გარდა აღმოჩნდა რომ ილიაში ლექტორები გიჟდებიან ჯგუფურ მუშაობაზე, მე კი ძალზე ინტროვერტი ვიყავი იმისთვის რომ ვინმესთან ჯგუფში მემუშავა. ახლა მგონია ფოტოგრაფიაში ამიტომ მოვხდი, ვცდილობდი ამ ყველაფრის კომპენსირებას, დროს და ენერგიას ვხარჯავდი youtube-ში გაკვეთილების ყურებაში, ვუსმენდი სხვა ფოტოგრაფებს, ვკითხულობდი თეორიას კომპოზიციაზე, მხატვრობაზე, ფერებზე. მერე დედამ კამერა მაჩუქა. პრაქტიკაც დაიწყო, ვაწვალებდი ყველა ნაცნობს,” – ამბობს ოლია პაპასკირი, რომელმაც მაგისტრატურა ილიაში დაამთავრა ჟურნალისტიკის მიმართულებით. პარალელურად, 20 წლიდან მუშაობდი ტურისტულ სფეროში. მაგისტრატურის პირველ კურსზე მოხვდა სოც-მედიის კომპანიაში, სადაც ვიზუალურ კონტენტს ამზადებდა და ფოტოგრაფია მის შემოსავლად იქცა, – მერე წამოვედი, და ფრილანსერი-ფოტოგრაფი გავხდი. ახლა რასაც ვიღებ კომერციულად, ჩემთვის არის ტექნიკური ამოცანის კარგად შესრულება.

46049491_197402577802637_8063889578861264896_n
როდესაც გადასაღები ობიექტი მაქვს/მყავს, ტვინში ავტომატურად ირთვება “როგორ გამოვაჩინო ის ისეთივე ლამაზად, როგორც მე ვხედავ მას”, განსაკუთრებით თუ ეს ადამიანია. ბანალურია, მაგრამ თუ გამომდის, რომ ვინმე ცხოვრებაში თითქოს ჩვეულებრივი ადამიანი აღფრთოვანების საგნად ვაქციო, თუნდაც სურათზე, ძალიან ბედნიერი ვარ. თუ ეს ისე არ გამომდის როგორც მე მინდოდა, ვიტანჯები. დღესაც არ ვიცი ფოტოგრაფია რა არის ჩემთვის, კომერციული ფოტოგრაფია ჩემთვის სტრესი და პასუხისმგებლობაა, ყველაზე ძვირფასს დროს მანდობენ. ის კი რასაც ჩემთვის ვიღებ, თუმცა მიდგომა არ იცვლება, არის იმ პატარა სილამაზეების გაზიარება, რაც ჩემ ცხოვრებაშია. არანაირი სტილი არ მაქვს, ის რაც მაქვს ჩემ პირად შეგრძნებაზეა აგებული, ჟანრი “ყველაფერი რაც მელამაზა”, – ამბობს პროფესიონალი ფოტოგრაფი და დამწყებ ფოტოგრაფებს ურჩევს: „ფოტოგრაფია მარტივი ჩანს, მაგრამ რეალურად რთულია. რთულია ყველანაირი შუქის პირობისთვის იყო მზად. ამიტომ დამწყებ ფოტოგრაფს ვურჩევდი უფრო მეტად დააკვირდეს შუქის ბუნებას.“

 

უცნობი's avatar

ავტორი:

გამარჯობა, ჩვენ ვართ თბილისის ღია უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტები. ვსწავლობთ ფოტოჟურნალისტიკას და ვეძებთ საინტერესო ფოტოგრაფებს, რომლებსაც ვპოულობთ და ჩვენი ბლოგის საშუალებით თქვენ გაცნობთ

დატოვე კომენტარი