თამთა კაკაჩია
პროფესიით ფსიქოლოგი, 34 წლის ჯიმი გელოვანი მოყვარული ფოტოგრაფია. გადაღებით 3 წელია დაინტერესდა. „ხშირად ვიკრიბებით მეგობრები და გავდივართ ქალაქიდან, სადაც შემიძლია დავტკბე ლამაზი ხედებით და დავიმახსოვრო კადრი ფოტოთი, – ამბობს ჯიმი, რომელიც ფოტოების გადაღებისას canon 650 D canon 5D mark 3 იყენებს, – ფოტოგრაფია დღეს მოდაშია უკვე პრაქტიკულად ყველას შეუძლია, მოიმარჯვოს კამერა ან, სულაც ტელეფონი და გახდეს ფოტოგრაფი. სმარტფონებმა ყველაფერი გაამარტივეს და მადლობა მათ ამისთვის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა.
იცით, რა არის კარგი? სმარტფონმა ფოტოსადმი დამოკიდებულების „ვულგარიზაცია” მოახდინა. მოყვარულებს მოგვეცა ფოტოგრაფიით თამაშის შესაძლებლობა. ახლა შეგვიძლია ჩვენთვის საინტერესო ყოველი მომენტი თუ განწყობა დავაფიქსიროთ,“ – ამბობს ის.
ფოტოგრაფია დღეს მოდაშია − უკვე პრაქტიკულად ყველას შეუძლია, მოიმარჯვოს კამერა ან, სულაც, ტელეფონი და „გახდეს ფოტოგრაფი“.
„როცა ფოტოგრაფია გაინტერესებს, ე.ი. სამყარო გაინტერესებს. შესაბამისად, როგორც კი მომეცემა საშუალება, სადმე წავიდე, ამ შანსს ვიყენებ და სულ კამერა მიჭირავს ხელში,“ – ამბობს ჯიმი გელოვანი.
