Posted in სალომე ქომეთიანი, ქართველი ფოტოგრაფები

ხელოვნებაში თავისუფლებას ვერაფერი შეუშლის ხელს

46319969_208030503415296_5961669040710615040_n

სალომე ქომეთიანი

მკითხველს ამჟამად ვთავაზობთ დიზაინერისა  და  მოყვარულ ფოტოგრაფ თინათინ მაისურაძესთან ინტერვიუს, რომელიც ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში მუშაობს. 28 წლის თინათინი ფოტოგრაფიით 13 წლის ასაკში დაინტერესდა.

ჩემს მეგობრებსა და ახლობლებს ვუღებდი ფოტოებს და ძალიან მოსწონდათ ჩემი გადაღებული. ამის შემდეგ დავიწყე აქტიურად გადაღება,“ – გვიყვება თინათინი, რომელსაც ფოტოგრაფებიდან გამოარჩევს დაგატას, ფრანჩესკა ვოტმანს და ბრესონს.

46415014_914433608763013_4890370855533543424_nთინათინი ჩვენთან საუბრისას იმ ფოტო სესიაზეც საუბრობს, რომლის გადაღებაც გაუჭირდა. ის გვიყვება, როგორ დაავალა ერთ-ერთმა კომპანიამ ელექტროხაზების გადაღება… სწორედ, ამ ფოტოსესიის გადაღება გაუჭირდა ყველაზე მეტად, რადგან ასეთ ფოტოსესია არასდროს ჰქონია. თინათინი ხშირად იყენებს დიზაინს ფოტოგრაფიაში და პირიქითაც, რადგან მისი პროფესია წიგნის ილუსტრაციაა. „ფოტოგრაფიას უფრო გატაცებას დავარქმევდი, რომლის დახმარებითაც დამატებით შემოსავალსაც ვიღებ,“ – ამბობს თინათინი, რომელიც ფიქრობს, რომ ხელოვნებაში თავისუფლებას ვერაფერი შეუშლის ხელს.

46468584_349268539170945_512368016202137600_nთუ ადამიანი ნამდვილი ხელოვანია მუდამ თავისუფლად გამოხატავს სათქმელს.

ფოტოგრაფია მომწონს. მიყვარს ეს საქმე. ეს ისაა, რაც გარკვეულწილად მავსებს. თუმცა თავად არ მიყვარს, როდესაც ობიექტივში ვხვდები, ძალიან იშვიათად,რომ ეს მომინდეს,“ – ამბობს ის და სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა, რომელსაც უახლოეს მომავალში იხილავს საზოგადოება.

46368765_504242990075495_6843504381531258880_n

უცნობი's avatar

ავტორი:

გამარჯობა, ჩვენ ვართ თბილისის ღია უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტები. ვსწავლობთ ფოტოჟურნალისტიკას და ვეძებთ საინტერესო ფოტოგრაფებს, რომლებსაც ვპოულობთ და ჩვენი ბლოგის საშუალებით თქვენ გაცნობთ

დატოვე კომენტარი